აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადება საქართველოზე

09 აგვისტო 2019, 15:05 1519 ნახვა

აშშ კიდევ ერთხელ  მოუწოდებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ეხმაურება ბორდერიზაციის პროცესსაც.  რუსეთს ვალდებულების შესრულებისკენ ასევე მოუწოდებს  გაეროს წევრი 5 ქვეყანა, რომლებმაც გაეროში უშიშროების სხდომაზე ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს.  

 

ამის პარალელურად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ  საქართველომ და დასავლეთის   ქვეყნებმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს, რომ ოფიციალური თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები ახორციელებენ ანტირუსულ ისტერიას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს ნატოსკენ უცერემონიოდ გაქაჩვას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში