გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოში არსებული ვითარება განიხილა

09 აგვისტო 2019, 10:44 1234 ნახვა

2019 წლის 8 აგვიტოს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, პოლონეთის თავმჯდომარეობით, საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ აშშ-ს, ბელგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, საფრანგეთისა და ესტონეთის წარმომადგენლები. ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 12 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერიდან 11 წლის შემდეგ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი არ არის. მხარეებმა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ  რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და საერთაშორისო წესრიგის უგულველყოფას. მხარეებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების გავლების ინტენსიფიკაციის გამო. აღინიშნა, რომ ეს ქმედებები აჭიანურებს კონფლიქტს და ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას.

განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერა და მხარეებს ჟენევის დისკუსიებში ძალისხმევების გაორმაგებისაკენ მოუწოდეს

ინფრომაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში