Jessie J ბლექ სი არენაზე

07 აგვისტო 2019, 10:53 2039 ნახვა

ცნობილმა ბრიტანელი შემსრულებელმა ჯესი ჯეიმ ბლექ სი არენაზე კონცერტი გამართა. საათნახევრის განმავლობაში მომღერალმა თავისი ალბომებიდან ახალი და ძველი ჰიტები შეასრულა, პოპულარულ  სიმღერებს კი მაყურებელთან ერთად მღეროდა.

ჯესი ჯეი მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით „Who You Are“ გაიცნო. ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე იმღერა. ჯესი ჯეიმ ბრიტ ავარდის ჯილდოც მიიღო. მომღერალს 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

2014  წელს გამოიცა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი „Bang Bang“, არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად,  რომელმაც ექვსგზის პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

ბლექ სი არენას ორგანიზატორებთან მომღერალს განსაკუთრებული მოთხოვნებიც ჰქონდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში