გაუფასურებული ლარი და პოლიტიკური შეფასებები

06 აგვისტო 2019, 21:25 565 ნახვა

ლარი კვლავ უფასურდება. დოლართან მიმართებით, ეროვნული 4 თეთრით, ევროსთან კი, 5 თეთრით გაუფასურდა. ლარის გაუფასურების მიზეზებს მმართველი გუნდი ისევ ოპოზიციის ქმედებებში ეძებს. მაგალითად, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,  ოპოზიციის ქმედებების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და, შესაბამისად, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირებას უკავშირებს იმას, რომ ლარმა დევალვაცია განიცადა.

პრინციპული ნაბიჯების  გადადგმისკენ მოუწოდებს ქვეყნის ეროვნულ ბანკს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი,    მაგრამ რას ნიშნავს ეს პრინციპული ნაბიჯები, ბახტაძე არ აკონკრეტებს. თავის მხრივ, კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, მათ ხელთ არსებული  ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას აანონსებს, ეროვნული ბანკი, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა მაღალი ინფლაცია არ დაუშვან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში