„ ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად“-მამუკა ბახტაძე

06 აგვისტო 2019, 15:10 200 ნახვა

დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსზე ტურისტების რაოდენობის გავლენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეროვნული ვალუტის კურსზე ძირითადად გავლენას ახდენს ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური მოვლენები და მოლოდინები, ტურიზმის გამოქვეყნებული სტატისტიკა კი მეტყველებს იმაზე, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა იყო სწორი, მიზანმიმართული და მოქალაქეებისთვის მოჰქონდა კონკრეტული დადებითი ეკონომიკური შედეგი.

„ივნისამდე პერიოდში ჩვენ გვქონდა ტურისტების რაოდენობის 20%-იანი ზრდა. აჭარაში ივნისში დაფიქსირდა 40%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კურსის განსაზღვრაზე მოქმედებს ორი ფაქტორი - ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური მოვლენები და მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ. ამ ადამიანებში ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში