25 აგვისტოს ბათუმში ფესტივალი „ღამის სერენადები“ იწყება

06 აგვისტო 2019, 12:35 363 ნახვა

25 აგვისტოს ბათუმის დრამატულ თეატრში  ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაიწყება. საკონცერტო საღამოები  ბათუმში  სამი დღის განმავლობაში 25, 27 და 28 აგვისტოს გაიმართება,  ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.

„ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ  ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის - ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“.

ფესტივალში მონაწილოებას მიიღებენ  ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები.

„განსხვავება წელს ის იქნება, რომ ფესტივალზე არა მხოლოდ  ინსტრუმენტალურ მუსიკას დავუკრავთ, იქნება ვოკალურიც. მე ვიმღერებ ვოკალურ ციკლს ბატონ ვახტან მაჭავარიანის დირიჟორობით“- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა.

დღეს თბილისში „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი