მემინგენის ციხიდან გაქცეული  ქართველი პატიმარი დააკავეს

06 აგვისტო 2019, 11:52 521 ნახვა

გერმანიაში, მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი სამართალდამცველებმა ბავარიაში დააკავეს.  გერმანული მედიის ცნობით, 37 წლის ქართველი პატიმარი ქალაქიდან 30 კილომეტრში, ფეხით გადაადგილებისას აიყვანეს. რაც შეეხება მეორე პატიმარს,  რომელიც  ციხიდან მასთან ერთად გაიქცა, იგი  ამ დრომდე ძებნაშია.

​მემინგენის ციხიდან პატიმრები ეზოში სეირნობის დროს გაიქცნენ. ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობაში იმყოფებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში