ძლიერი წვიმის შედეგები აჭარაში 

05 აგვისტო 2019, 21:09 1637 ნახვა

ძლიერმა წვიმამ და უამინდობამ აჭარის რეგიონში სირთულეები სხვადასხვა მიმართულებით შექმნა. უხვი ნალექისგან დაიტბორა ქუჩები და სახლები, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა ხეები, შეფერხება იყო ტრანსპორტის გადაადგილების კუთხითაც. 

სამაშველო სამსახურები დღის განმავლობაში, ბათუმში, დატბორილი სახლებიდან  წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს აწარმოებდნენ.  უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში