ბათუმის მერიის 7  მაღალჩინოსნის საქმეს  საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე განიხილავს

05 აგვისტო 2019, 13:49 3046 ნახვა

ბათუმის მერიის 7  მაღალჩინოსნის საქმეს არსებითად  ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი  განიხილავს. სასამართლოს  ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქმე მოსამართლეს შემთხვევითი განაწილების პრინციპით ელექტრონული პროგრამით  დაეწერა.  საქმის არსებითად განხილვა ხვალ 14 საათზე დაიწყება. პროკურატურამ  7 მაღალჩინოსანი   იაფი სახლის პროექტის ტენდერის საქმეზე დააკვა. პროკურატურის ინფორმააცით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. 

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები, მათ შორისაა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.

პარალელურად , თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 სექტემბერს  გაგრძელდება „ბაზის ბანკის“ წინააღმდეგ   ბათუმის მერიის  სარჩელის განხილვა. უნდა გადაწყდეს, ეკისრება თუ არა „იაფის სახლის“ პროექტზე პასუხისმგებლობა „ბაზისმბანკს.“ რადგან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბანკო გარანტია ბრიტანულმა Point Bank-მა მისცა,  „ბაზისბანკმა“ კი  – ავიზირება ანუ მისი ნამდვილობა დაადასტურა. უცხოური  ბანკი საბოლოოდ  ფიქტიური აღმოჩნდა, ბათუმის მერიამ კი პროექტისთვის ავანსად გადარიცხული ასობით ათასი ლარი დაკარგა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში