„გახარია წადი“ – აქცია ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე

04 აგვისტო 2019, 14:49 1937 ნახვა

„გახარია წადი“ – ამ ლოზუნგით ბეშუმში დღესასწაულ შუამთობის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ბანერი „გახარია წადი“ -  მინდორზე გამოფინეს. მას შემდეგ კი, რაც პრემიერმა კონცერტიდან სპორტულ ღონისძიებებზე გადაინაცვლა, აქციის მონაწილეები მისკენ დაიძრნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირედი დაპირისპირება მოჰყვა.

ისინი მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვდნენ.

„ჩვენ ვცდილობდით მამუკა ბახტაძესთან მიახლოებას და იმის თქმა, რომ გიორგი გახარია უნდა წავიდეს, თუმცა სრულიად უკანონოდ პოლიციამ გადაადგილების საშუალება არ მოგვცა“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელვაჩაურის საკრებულოდან მიშა ბოლქვაძე.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მამუკა ბახტაძემ კურორტი ბეშუმი დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში