პატიმრობა გაუქმდა იმ ნარკოტიკის მოხმარებაზე, რომელიც სწრაფ შეჩვევას არ იწვევს – საკონსტიტუციო სასამართლო

02 აგვისტო 2019, 21:33 1482 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირი, რომელიც მოიხმარს, შეიძენს ან დაამზადებს ისეთ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას და აგრესიას, ასევე არ შეუქმნის საფრთხე საზოგადოებას, ადმინისტრაციული წესით 15 დღიანი პატიმრობა არ შეეფარდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველი სარჩელი.

თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ისევ დასჯადი იქნება ისეთი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, დამზადება და მოხმარება, რომელიც იწვევს აგრესიას და სწრაფ შეჩვევას.

სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიებზე, ამის განსაზღვრა სასამართლომ კანონმდებლებს დააკისრა.

მოსარჩელე იმ  ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას თხოვდა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო მომზადების, შეძენისთის ან შენახვისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში