ნიკა გვარამია თავის დაკავებას არ გამორიცხავს

02 აგვისტო 2019, 21:02 1322 ნახვა

ნიკა გვარამია თავის დაკავებას არ გამორიცხავს. იგი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. საქმე ეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებას.

პარალელურად პროკურატურა კონტრაქტორი კომპანიების დოკუმენტაციას სწავლობს. შესაძლოა მალე გამომძიებლები უშუალოდ რუსთავი 2-იც შევიდნენ, რადგან  არხის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით პროკურატურას პაატა სალიამ უკვე მიმართა.

დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს მუქარას უკავშირებს "ფორმულა კრეატივის" დირექტორი მიშა მშვილდაძე. კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.  მშვილდაძის მტკიცებით სალიას ოთახში ვინმე ზაზა დაემუქრა, რომ თუ კი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" "რუსთავი 2-ში" არ დარჩებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ. ბრალდებას სალია სიცრუეს უწოდებს.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში