შემოწმებული 30 კლინიკიდან 3 შემთხვევაში სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება

02 აგვისტო 2019, 13:38 1700 ნახვა

საავადმყოფოების კომპლექსური შემოწმების შედეგად დარღვევები დაფიქსირდა. დარღვევების უმეტესობა უკანონო საექიმო საქმიანობას, კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებს, უნებართვო სამედიცინო საქმიანობას ეხებოდა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების  სააგენტომ ორი კვირის განმავლობაში 30 კლინიკა შეამოწმა, მათ შორის 3-ში  გამოვლინდა ისეთი დარღვევა, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის რისკები იკვეთებოდა.

„სულ შემოწმდა 30 კლინიკა და დაიწერა 20 ოქმი. როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, იყო დაახლოებით 3 საქმე, რომლებშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ასეთი საქმეები შესასწავლად შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ-განაცხადა  სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ.

მისივე თქმით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეტაპობრივად შემოწმდება ქვეყნაში რეგისტრირებული 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში