დღეს აბიტურიენტები უცხო ენების გამოცდის ქულებსაც გაიგებენ

02 აგვისტო 2019, 10:14 1906 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, დღეს უცხო ენების გამოცდების შედეგებიც გამოქვეყნდა. 

მანამდე კი აბიტურიენტებმა ზოგადი უნარებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების  ქულები გაიგეს.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო კოდი.

შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. 

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აბიტურიენტების 12,9% - მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში