„ოცნების ქალაქში“ მშენებლობის დასაწყებად საბოლოო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს ელოდებიან

01 აგვისტო 2019, 15:08 2510 ნახვა

ბათუმში, ე. წ „ოცნების  ქალაქში“ მშენებლობის  დასაწყებად  და ტენდერის გამოსაცხადებლად  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პროექტის საბოლოო ვარიანტს ელოდება. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი ამ ეტაპზე ექსპერტიზას გადის, რის შემდეგაც მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის საბოლოო ვერსია ივნისის ბოლოს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ვადებში ვერ ჩაეტია, რის გამოც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, იგი 24 000 ლარით დააჯარიმეს.

აჭარის მთავრობაში ირწმუნებიან, რომ საბოლოო დოკუმენტი უახლოეს დღეებში მომზადდება, რის შემდეგაც „ოცნების ქალაქში“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტის  არქიტექტურული ნაწილი კი უკვე მზად არის.

„ოცნების ქალაქის“  ტერიტორიაზე 1727 ქოხია  განთავსებული,  აქედან რეგისტრაცია  1595 გაიარა.   არსებული მონაცემებით დღემდე  რეგისტრაცია არ გაუვლია 70 ოჯახს. განაცხადების მიღება პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროექტის თანახმად იქვე აშენდება სკოლა და  სპორტული მოედანი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში