ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესაძლოა რეორგანიზაცია განხორციელდეს

01 აგვისტო 2019, 12:07 313 ნახვა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შესაძლოა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურს დაექვემდებაროს. რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა. მინდია კახიძე ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთიან სისტემაში თბილისის და ბათუმის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებია მოქცეული.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეორგანიზაცია განხორციელდება ეს მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსსა და ტექნიკურ ცვლილებებს შეეხება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების თანამშრომლების შემცირებას ან სხვა სახის ცვლილებას არ გამოიწვევს.

ცენტრის თანამშრომლები ამ ეტაპზე შესაძლო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ არიან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი