ბათუმის უნივერსიტეტში გამნაღველები ბომბს ეძებენ

31 ივლისი 2019, 21:30 1372 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამნაღმველები მუშაობენ. სასწავლებლის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე რამდენიმე საათის წინ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც შენობაში ბომბია. გამოძიება ტერორისტული აქტის მუქარის მუხლით დაიწყო.

შენობა ევაკუირებულია, შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით და მასთან მიახლოების საშუალება მოქალაქეებს არ ეძლევათ .

სხვათა შორის ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ გამნაღმველები თბილისში ერთ-ერთი კლინიკის შენობაშიც მუშაობენ. ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება შეტყობინებას, რომელიც კლინიკამ მიიღო. მსგავსი შეტყობინების გამო რამდენიმე თვის წინ ევაკუაცია იყო ბათუმის შერატონში არსებულ კაზინოშიც. ცრუ შეტყობინების მუხლით მაშინ ერთი მოქალაქე დააკავეს, მას 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში