შესაძლო კორუფცია საგზაო დეპარტამენტში - თორნიკე რიჟვაძის გამოხმაურება

31 ივლისი 2019, 15:03 2320 ნახვა

ოპოზიციის ბრალდებას, რომ  აჭარის საგზაო დეპარტამენტში კორუფციაა, აუდიტს სამუშაო დასკვნას გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.  

მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ოპონენტები ცდილობენ მთავრობას ჩირქი მოსცხონ.

რაც შეეხება საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების შესაძლო გადაცდომას, რიჟვაძის განცხადებით,  ამას  შესაბამისი  უწყებები შეისწავლის, თავად კი   ხელის  დაფარებას არ აპირებს.

გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა   ჯერ კიდევ  გამოუქვეყნებელი აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვეს, რომელშიც საუბარია  აჭარის    საგზაო დეპარტამენტში  შესაძლო   კორუფციულ საქმეებსა  და 2016-17 წლებში ტენდერების გზით გაფლანგულ ასობით ათას ლარზე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში