აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერთა დასახმარებლად 5 მრავალფუნქციური ტრაქტორი შეიძინა

31 ივლისი 2019, 11:37 1215 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერთა დასახმარებლად 5 მრავალფუნქციური ტრაქტორი შეიძინა. ტექნიკა  5-ვე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  იგი გამოიყენება, როგორც სახნავ-სათესისთვის, ისე ბაღ-ვენახების შესაწამლად და ბალახის დასაპრესად. ფერმერებს  ნახევარი ჰექტარი  ბაღის შეწამვლა 50 ლარი დაუჯდებათ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში