პოლიციამ სანაპიროსკენ გადაადგილების უფლება არ მოგვცა - ენმ შეკვეთილის დაპირისპირებაზე

31 ივლისი 2019, 10:25 1948 ნახვა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია, „გააღვიძე ოლიგარქი“, დაახლოებით ერთი თვეა იმართება.

აქტივისტები და პარტიის ლიდერები სანაპიროს მხრიდან საყვირებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ და გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირებაც მოხდა.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განმარტებით, ისინი იმ გზის გავლას ცდილობდნენ, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით სახელმწიფო ტერიტორიაა, თუმცა პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს გზა უკანონოდ აქვს გადაკეტილი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია დავალებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებს. მოქალაქეებს კი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.

„გადატრიალების მცდელობის გადაბრალება არ ამართლებს მომიტინგეებისთვის თვალების დათხრას, არ ამართლებს პარლამენტიდან ათობით მეტრში მოქალაქეების დევნას და მათ ხელკეტებით დარბევას. ივანიშვილმა და გახარიამ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული და ისინი ძალიან მალე წარდგებიან სასამართლოს წინაშე“- მიმართა პოლიციელებს აქციაზე მყოფმა გია ბარამიძემ.

საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში