საერთაშორისო ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთში - შეფასებები

30 ივლისი 2019, 18:06 1320 ნახვა

სოხუმის აეროპორტი ვერ ამოქმედდება აცხადებს 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს.  

რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, სოხუმის აეროპორტის შესაძლო ამოქმედებასთან და საერთაშორისო ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, სოხუმის აეროპორტში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის   წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში