კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 3 ლარი ღირს

30 ივლისი 2019, 18:16 1353 ნახვა

ლარი თავის ანტირეკორდულ სვლებს არ წყვეტს, ეროვნული ბანკის ხვალინდელი ოფიციალური კურსი 2,95 იქნება. კომერციულ ბანკებში  პირველად ისტორიაში კურსი სამი ლარი გახდა.  

კრიზისის მიზეზად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საგარეო ფაქტორს და იქ არსებულ ვალუტის რყევებს ასახელებს.  კობა გვენეტაძის განცხადებით ჩარევა  მაშინ მოხდება, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი ზღვარს გადასცდება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში