აჭარაში სამსუნიდან ბიზნესმენები იმყოფებიან და შეხვედრას მართავენ

29 ივლისი 2019, 12:27 995 ნახვა

აჭარაში სამსუნიდან ბიზნესმენები იმყოფებიან. მათ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრა გამართეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ორ რეგიონს შორის ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება და  პარტნიორობის ფარგლებში ახალი საწარმოების შექმნაა.  გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმიც.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი