''ძველი ბათუმის ცათამბჯენების გარეშე'' - დღეს ბათუმში აქცია იგეგმება

29 ივლისი 2019, 10:15 433 ნახვა

ბათუმის კონცხზე ცათამბჯენების მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. შეკრება, 19:00 საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში, დრამატული თეატრის უკანაა დაგეგმილი. 

''მერიამ ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის პროცედურა დაიწყო. უგულვებელყო ბათუმელების მოთხოვნა–შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე. არ გაითვალისწინა მეცნიერული კვლევა ისტორიული ქალაქის საზღვრებში დაებრუნებინა ისტორიული ადგილი და არ მიეცა ბეტონის კედლების აღმართვის ნება. არად ჩააგდო ეკოლოგების გაფრთხილება მრავალსართულიანი განაშენინების საფრთხის შესახებ.

მოვითხოვთ, ბათუმის კონცხი შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე სივრცე, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. რივიერა ძველი ბათუმის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობას'' - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„შეჩერდეს ცათამბჯენების მშენებლობა“- ამ მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება 21 ივლისს დაიწყო.

ბათუმის საკრებულომ „ბათუმი რივიერას“ პროექტი,  ადმინისტრაციულ წარმოებაში 16 ივლისს მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში