20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები საჩივარს ამზადებენ

28 ივლისი 2019, 15:20 357 ნახვა

სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატიც. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მის ძმისშვილს დაურეკეს, რომ დაიჭერდნენ თუკი ბიძამისი, კარავს გაშლიდა.

იგივე საქმეზე პატიმრობა შეეფარდა ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს. დაუსაბუთებელს უწოდებს ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავებას მისი ადვოკატი, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. პარალელურად ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერები ხელმოწერებს აგროვებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში