პრეზიდენტის და პრემიერის სამძიმარი

28 ივლისი 2019, 12:18 304 ნახვა

თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს. „მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, დაზარალებულებს კი, მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია მთავრობის მეთაურის სამძიმარში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი