თუშეთში ავარიის ადგილას 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

28 ივლისი 2019, 12:40 1457 ნახვა

თუშეთში ავარიის ადგილას 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დილით განახლდა. ფშავი -ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს.

სამივე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება სულ ხუთმა მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში