მორის მაჩალიკაშვილის პატიმრობაში რჩება - 20-21 ივნისის  საქმე

28 ივლისი 2019, 12:20 488 ნახვა

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პატიმრობა შეეფარდა, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილსაც. ასევე ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს. ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

ისინი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, მათი ნაწილი კი, გირაოსთან ერთად, დამატებითი შეზღუდვების დაწესებას. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მის ძმისშვილს დაურეკეს, რომ დაიჭერდნენ თუკი ბიძამისი, კარავს გაშლიდა. როგორც აღნიშნა მოუწევს ებრძოლოს მეორე სტრუქტურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში