ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი

27 აგვისტო 2016, 00:00 1452 ნახვა

დღეს საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები დუნკან ჰანტერი და მარკ სენფორდი ეწვევიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი კონგრესმენები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან. ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები ადგილზე გაეცნობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს, ასევე თბილისში გამართული შეხვედრებისას საუბარი შეეხება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი