სუბსიდირებული ფრენები და რუსეთის უარი

27 ივლისი 2019, 19:20 1833 ნახვა

რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს ერევნის გავლით საქართველოს სუბსიდირებულ სატრანზიტო ფრენების ვაუჩერს არ შესთავაზებენ, რადგან "არსებობს რეკომენდაციები, რომ საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვისგან თავი შეიკავონ". ამის შესახებ რუსეთის, ტურინდუსტრიის პრესმდივანმა განაცხადა. 

რუსეთიდან და პირიქით ფრენების სუბსიდირების გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ მიიღო და მასზე 600 ათას ევრომდე დაიხარჯება.  ხელშეკრულების ფარგლებში, თითო მგზავრზე დღგ-ს გარეშე  არაუმეტეს 90 ევროსი გამოიყოფა, რითაც ხელისუფლება, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული აკრძალვებით  შემცირებული ტურისტული ნაკადის გაზრდას შეეცდება. მთავრობის ამ ნაბიჯს უარყოფითად აფასებენ, ოპოზიციასა და ექსპერულ წრეებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში