ადგილობრივები და სპეციალისტები ლეხზირის ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან

26 ივლისი 2019, 21:20 1108 ნახვა

განადგურებული ავტომობილები, ხიდები, გზები, შეწყვეტილი წყალმომარაგება და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - მესტიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხეობის დიდი ნაწილი დააზარალა.

სვანეთში დღეს მინისტრებიდან არცერთი არ ჩასულა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კი ინფორმაცია გაავრცელა, რომ სტიქია ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. რაც შეეხება, ჰესს - მესტიის მერის თქმით ჰესმა შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და მოსახლეობა წალეკვას გადაარჩინა. ექსპერტთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ამ მდინარეზე ჰესის მშენებლობა საერთოდ დაუშვებელი იყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში