ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

26 ივლისი 2019, 18:28 1339 ნახვა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქართველოს პროკურატურა  20-21 ივნისის ღამის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს და სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით მიმართა, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება, ოპოზიციაში პოლიტიკურად მიაჩნიათ და ფაქტს რუსთავი-2-ის გარშემო წარმოქმნილ დავას უკავშირებენ, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში მაღალი სამართლებრივი სტანდარტია და დაკავება პოლიტიკას არ უკავშირდება.

საქმეს სახალხო დამცველიც ეხმაურება და გამოძიებისგან 20-21 ივნისის საქმეზე გამჭვირვალობას მოითხოვს. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში