იტალიელი სპეციალისტების დასკვნა ბათუმი რივიერას პროექტის შესახებ

25 ივლისი 2019, 21:09 2270 ნახვა

გაეროს დაფინანსებით მომზადებულ კვლევას ბათუმის მერი „სილქ როუდ ჯგუფის“  დაკვეთით მომზადებულ დოკუმენტს უპირისპირებს - ლაშა კომახიძე ამბობს, რომ იტალიელი სპეციალისტების მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს. არადა UNDP პირდაპირ მიუთითებს, რომ საფრთხე დიდია და დიდ სიმძიმეს დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა შეიძლება ვერ გაუძლოს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გეოგრაფიკის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ეხება - გრგ-ზე მუშაობის დაწყებისას ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა თქვა რომ „გეოგრაფიკი“ მხარს უჭერს ცათამბჯენების მშემენებლობას. რა თქვა „გეოგრაფიკმა,“ რას ამბობს გაერო და რა პოზიცია აქვს მერიას - თეონა თურმანიძე მოგვიყვება.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში