დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას სამი კანდიდატი გაივლის

25 ივლისი 2019, 12:24 1145 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. საბჭოს წევრებთან გასაუბრებას დღეს სამი კანდიდატი გაივლის:  გოგიტა თოთოსაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ვლადიმერ კაკაბაძე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო და ამ ეტაპზე, საბჭო უკვე 18 კანდიდატს გაესაუბრა. ორმოცდაათივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით, 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.სინქრონი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში