ელგუჯა ბაგრატიონი შეკვეთილში ხმაურის გამო, შესაძლოა, 150 ლარით დააჯარიმეს

25 ივლისი 2019, 10:31 1390 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, ხმაურის გამო, შესაძლოა, 150 ლარით დააჯარიმეს. ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიცია სამი საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

საქმე ეხება შეკვეთილში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გამოწვეულ ხმაურს. ოპოზიციონერ დეპუტატს გამოძიება სწორედ ხმაურის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. 

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ ივანიშვილის ამ ფორმით ცდილობს აქციის მონაწილეები შეაჩეროს.

''კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ბიძინა ივანიშვილს სჭირდება, რომ როგორმე აქციის მონაწილეები შეაჩეროს. მერე კი მშვიდად დაიძინოს. თუმცა ვერანაირი პოლიციაში დაბარება, ვერანაირი ბარიკადები, რომელიც აღმართა ამას ვერ შეაჩერებს. უნდა შეასრულოს ის მოთხოვნა, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვს და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს'' - ამბობს ენმ-ს წევრი.

„გააღვიძე ოლიგარქი“- ამ სლოგანით, შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, რამდენიმე კვირაა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და აქტივისტები საპროტესტო აქციებს მართავენ.

რამდენიმე მოქალაქე შიმშილობს კიდევ. ადგილზე გაშლილია კარვებიც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში