მოსამართლემ მერიის მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვა

24 ივლისი 2019, 21:30 3405 ნახვა

ბათუმის ყოფილი მერი, ყოფილი ვიცე მერი, მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გამოძიება დაკავებულებს მილიონ 300 ათასი ლარის მითვისებას, ან გაფლანგვას, ზოგიერთ შემთხვევაში კი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

„მე ვფიქრობ, რომ ობიექტური ვარ“ - აღნიშნა აღკვეთის ღონისძიების გამოცხადებისას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. მან არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ცნობისთვის არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის ვისაც დამნაშავედ მიიჩნევენ დაკავებული არაა - სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ადვოკატის მთავარი შეკითხვა - რატომ არაა დაკავებული ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი, ვისაც თანხა გადაურიცხეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში