8 წელი ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებიდან

26 აგვისტო 2016, 00:00 1794 ნახვა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 8 წელი გავიდა. დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორის  ე.წ საზღვარი ჩაიკეტა. განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე. შეგახსენებთ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სპეციალურ ბრძანებულებას ხელი მოაწერა, მას შემდეგ, რაც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ პრეზიდენტს ტერიტორიების აღიარებისკენ მოუწოდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი