ფესტივალი „მზე სოფელში ანათებს“ 

21 ივლისი 2019, 12:00 2768 ნახვა

#მზე სოფელში ანათებს - ამ სახელწოდებით ფესტივალს  , ქობულეთის სოფელმა კოხმა უმასპინძლა. პროგრამა  ველო მარათონით   დაიწყო,   გაიმართა  სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, ჭადრაკში, ნარდსა და მაგიდის  ჩოგბურთში.

კულინარიული და   ქართული ცეკვის მასტერკლასები, ბარმენების შოუ,  კონცერტები ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ეთნო ჯაზ ბენდ  "სტუმრების"  მონაწილეობით. სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის მოეწყო  დასასვენებელი სივრცეები,  მუზეუმის, საზოგადოებრივი კოლეჯის და სოფლების კუთხეები.  ღონისძიებაში  სასტუმროები და კვების ობიექტებიც  მონაწილეობდნენ. საღამო ჯაზ ბენდმა დაასრულა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში