სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა - 4 მგზავრი დაშავდა /ვიდეო/

19 ივლისი 2019, 20:39 26238 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 მგზავრი დაშავდა. ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და მედცენტრში გადაიყვანეს.  

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმების ინფორმაციით, პაციენტები კონტაქტურები იყვნენ და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ ჰქონდათ. დაშავებულებს მოტეხილობები და სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდათ. 

ავარიის დროს სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსის გადაბრუნდა, რომლითაც მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბათუმში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურიც იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ვიდეო: ალექსანდრე ფაცაცია

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში