ბათუმში ავარიის დროს მიკროავტობუსი გადაბრუნდა 

19 ივლისი 2019, 20:21 17281 ნახვა

ბათუმში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა, მსუბუქი ავტომობილი კი დაზიანდა. 

სასწრაფო დახმარების ცენტრში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ადგილზე ორი ბრიგადა გავიდა. სხვა ინფორმაციას კი მოგვიანებით მოგვაწვდიან. 

დაშავდნენ თუ არა შემთხვევის დროს მგზავრები, ამ ეტაპზე უცნობია. მაუწყებელი მომხდარის დეტალებს აზუსტებს.

ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში