კურიერის გუნდი ახალ დირექტორს 9-საათიანი გამოშვების დასრულების შემდეგ შეხვდება

19 ივლისი 2019, 18:14 1358 ნახვა

სტრასბურგში გამოტანილი გადაწყვეტილება და „რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელის შეცვლა ისევ შეფასებების საგანია. არხის ახალი დირექტორი ტელეკომპანიაში დილიდან  მივიდა. პაატა სალია შეხვდა არხის მენეჯმენტს. ის ეცნობა რუსთავი 2-ის მდგომარეობას და აზუსტებს თუ რა ქონება გადაიბარა ქიბარ ხალვაშმა.

არხის ირგვლივ დღეს კიდევ ერთი საკითხი გახდა სადავო - ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილი დაუპირისპირდა. საკუთრების უფლებაზე დავა ისევ გრძელდება. მიმდინარეობს თუ არა ამ წუთებშიც შეხვედრა რუსთავი 2-ის ახალ დირექტორსა და თანამშრომლებს შორის?

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში