40%-მდე ფასდაკლება 52 ტურისტულ ობიექტში - ფასდაკლების ახალი ბარათი

19 ივლისი 2019, 11:18 1589 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს განახლებულ ბათუმის ფასდაკლებების ბარათს სთავაზობს. ახალი “Batumi Discount Card ”-ით მოგზაურებს აჭარაში დასვენებისას 40%-მდე ფასდაკლების მიღება 52 ტურისტულ ობიექტში შეუძლიათ. მათ შორისაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმიველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი, სხვადასხვა კვებისა და განთავსების ობიექტი. ახალი “Batumi Discount Card “-ის პრეზენტაცია ტურიზმის დეპარტამენტში  გაიმართა.

ფასდაკლებების ბარათის მიღება ნებისმიერ მსურველს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში შეუძლია. მისი ღირებულება 10 ლარი, გამოყენების ვადა კი 10 დღეა. ბარათით რეგიონის სტუმრებს ფასდაკლებების მიღება 25-მდე კვებისა და განთავსების ობიექტში, 20-მდე ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებსა და აქტივობებზე, ტურისტულ სააგენტოებსა და სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ.

გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე მოიცავს სიმ ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს 10 სამგზავრო  ბილეთით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში