​ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული მოჭიდავეების ახლობლები აქციას მართავენ

19 ივლისი 2019, 11:15 2040 ნახვა

დაკავებული მოჭიდავეების ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას, პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ინციდენტში 20 პირი მონაწილეობდა, თუმცა, დაკავებულებს შორის მთავარი დამნაშავეები არ იმყოფებიან. სასამართლოს წინ შეკრებილები ამბობენ, რომ თუ მოსამართლე დღევანდელ პროცესზე მოჭიდავეებს კვლავ პატიმრობაში დატოვებს, პროტესტის ფორმებს შეცვლიან.
   

შეგახსენებთ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პაციენტების ახლობლებს შორის, მიმდინარე წლის 2 მარტს  ინცინდენტი მოხდა. ფიზიკური დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაჭრეს,  შსს-მ კი ფაქტზე 5 პირი დააკავა. გამოძიება მათ ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, ასევე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში