ახალმა მენეჯმენტმა ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს - NGO-ები

18 ივლისი 2019, 22:41 625 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ''რუსთავი 2-ის'' საქმეს და განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ  ახალმა მენეჯმენტმა ჟურნალისტების დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.

''გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.

ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედია სივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე,'' - წერია განცხადებაში. 

დოკუმენტს ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

საზოგადოება და ბანკები

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

მწვანე ალტერნატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს გაეროს ასოციაცია

ღია საზოგადოების ფონდი

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტოინგის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი