„რუსთავი 2“ - ს ახალი დირექტორი ჰყავს - ნიკა გვარამიამ მაუწყებელი დატოვა

18 ივლისი 2019, 21:11 1826 ნახვა

„რუსთავი 2“-ის 100-%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში, დირექტორი კი მისი ადვოკატი პაატა სალიაა - საჯარო რეესტრმა არხის მფლობელებსა და მენეჯმენტში ცვლილება დაახლოებით ორსაათნახევარში დაარეგისტრირა. ამას წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უძღოდა.

ახლა უკვე ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი მოცემულობას შეეგუენ, გადაწყვეტილებას კი სრულად არ ეთანხმებიან, დავას გააგრძელებენ, კონტრაქტით გათვალისწინებული 5 მილიონი დოლარის მოგების შემეთხვევაში კი ახალ ტელევიზიას გააკეთებენ.  რუსთავი 2-ში ცოტა ხნის წინ რეესტრის მიხედვით, არხის ახალი დირექტორი პაატა სალია მივიდა, სალია ნიკა გვარამიას შეხვდა, მოგვიანებით კი ნიუსრუმში გადაინაცვლა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში