მე თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ ყავა არ გაგიკეთოთ - გვარამია პაატა სალიას

18 ივლისი 2019, 22:26 5496 ნახვა

''რუსთავი 2''-ის ახალი დირექტორი ტელეკომპანიაში მივიდა და ნიკა გვარამიას შეხვდა. პაატა სალიამ ყოფილ ხელმძღვანელს უთხრა, რომ ფინანსურ გუნდთან სურს საუბარი,  ჟურნალისტების საქმიანობას კი არ ეხება. 

პაატა სალიამ განაცხადა, რომ მას არხის ცივილურად გადაბარება სურს. ნიკა გვარამიამ მას კოლაბორაციონისტი უწოდა.

 

პაატა სალია: მე მაინტერესებს ფინანსურ გუნდთან შეხვედრა. მე ანგარიშს არ გაბარებთ. როგორც ხდება ცივილიზებულად ისე ვიქცევი. 

ნიკა გვარამია: ეს არის ცივილური ფორმა?

პაატა სალია: მინდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ჩართულია კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტში. მინდა გავიცნო ეს ადამიანები, გავიგო რას აკეთებს ეს ხალხი. რაც შეეხება ჟურნალისტებს მე მათ საქმიანობაში არ ვერევი

ნიკა გვარამია: თქვენ ნებსით თუ უნებლიეთ ხართ ამ ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ვითარების მონაწილე

პაატა სალია: მე ამ შეფასებაში არ შევალ.

ნიკა გვარამია:  „თქვენ ახლა თუ გგონიათ, რომ მე აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ღრმად ცდებით. ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი მეშვეობით და დამნაშავე რწმუნებლის მეშვეობით გააკეთა, ამის გამო, ის აუცილებლად დამთავრებს ციხეში. დაეხმარეთ იმას, ვინც გამოგადოთ აფხაზეთში თქვენი სახლიდან“

მე თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ ყავა არ გაგიკეთოს...

 

პაატა სალიას არხის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მენეჯმენტის წარმომადგენლებს დღეს ვერ შეხვდება, რადგან ისინი 6 საათზე სამუშაოს ასრულებენ.   

 სალია ამ წუთებში, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს ხვდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში