პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

18 ივლისი 2019, 19:10 1712 ნახვა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა.

„თქვენ ჟურნალისტებს გაქვთ სრული თავისუფლება. არ ვერევი, რას აკეთებთ“, - მიმართა სალიამ არხის თანამშრომლებს.

როგორც მან  აღნიშნა, ნიკა გვარამიასთან შეხვედრას გეგმავს.

"ნდობა გამოჩნდება და დარწმუნდებიან ჟურნალისტები, რომ მათ არავინ არ ეხება. ამას დრო სჭირდება გაეკრვევით ნახავთ", — აღნიშნა სალიამ.

„სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ ის არ აპირებს ჩაერიოს და არ ჩაერევა, სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა გექნებათ. კონკრეტული ამოცანა მაქვს განსაზღვრული და ამ მიმართულებით არ უნდა ჩავერიო, არ უნდა შევეხო საერთოდ ამ სფეროს. ჩემი სფეროა, შევისწავლო სამართლებრივი, ფინანსური მდგომარეობა.

მარტო მე არა, მას სჭირდება მოწვეული სპეციალისტები, მაქსიმალური გამჭვირვალობით, ვეცდებით, შევისწავლოთ, გავიგოთ, რა გადაიბარა ამ კომპანიის სახით ახლა ქიბარ ხალვაშმა, რომ შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გეგმა განვსაზღვროთ. ამისთვის ვარ დღეს მოსული, რომ შევხვდე ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს. ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას ვინც პასუხისმგებელია არა ჟურნალისტების, არამედ მენეჯმენტის ნაწილში. არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს. დღეს დავურეკე ნიკა გვარამიას, არ მიპასუხა, მივწერე, არ მიპასუხა, ვუთხარი, მოსვლა მინდა და მენეჯმენტთან შეხვედრა, არ მიპასუხა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში