''რუსთავი 2''-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა

18 ივლისი 2019, 18:21 207 ნახვა

„რუსთავი 2“-ს შეუძლია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ დიდ პალატაში გაასაჩივროს, ამ უფლების გამოყენებას კი არხი აპირებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამავე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი გათავისუფლება ამ მოცემულობით არავის შეუძლია, რადგან  სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, ის არ აპირებს „რუსთავი 2“ გადასცეს ბიძინა ივანიშვილს. პოსტს მხოლოდ იმ შემთვევაში დატოვებს, თუ ამას რუსთავი 2-ის თანამშრომლები მოითხოვენ.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები კი გენერალურ დირექტორს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ  ნიკა გვარამია არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში