წაიღებენ "რუსთავი2"-ს? თუ იბრძვი მის ადგილას "რუსთავი 4" ამოვა! - ნიკა მელია

18 ივლისი 2019, 18:06 1742 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და ''რუსთავი 2''-თან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება. 

''მეგობრებო, ბრძოლა არასოდეს მთავრდება - არც დამარცხებით, არც გამარჯვებით. დამარცხდები?! - უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო. გაიმარჯვებ?! - უნდა განაგრძო ბრძოლა, რომ არ დამარცხდე!

წაიღებენ "რუსთავი2"-ს? თუ იბრძვი მის ადგილას "რუსთავი4" ამოვა! ეს ბრძოლის ორჯერ ორი ოთხია. გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან!

ახლა რომ გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლის, ამას ბავშვიც კი ხვდება'' - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ნიკა მელია.

 

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში