''რუსთავი 2'' რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

18 ივლისი 2019, 15:45 2631 ნახვა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ''რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. რეესტრში შეტანილი დოკუმენტი უკვე ელექტრონულად აისახა. 

ტელევიზიის 60% – ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა. დოკუმენტში წერია, რომ არხის გენერალური დირექტორი კვლავ ნიკა გვარამიაა. 

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს დღეს, 18 ივლისს, მიმართა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები მოითხოვა. 

 

 

დოკუმენტაციის ატვირთვიდან რამდენიმე წუთში კი ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს ნიკა გვარამიას გადაყენების მოთხოვნით მიმართა.

სტრასბურგის სასამართლომ ''რუსთავი 2''-ის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროპელმა მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. ამავე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი